სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ნომერი: 604 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2018 18:17

მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2018

სსიპსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია”) 2018 წლის 11 ოქტომბრის N7 დადგენილებით დამტკიცდა ცვლილებები კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში“, რომელთა თანახმადაც კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ა) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება; ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების მიმართულებით; გ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება; დ) არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.

აღნიშნული მიმართულებების გათვალისწინებით, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ფუნქციებად განისაზღვრა:  ა) ლიდერობის, კოორდინაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება; ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მედიაწიგნიერების მიმართულებით და ამ მიზნით სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და  შესაბამის  სამიზნე ჯგუფებთან  თანამშრომლობა (პარტნიორობა); გ) მედიაწიგნიერების კვლევითი პროგრამების შემუშავება, მედიაწიგნიერების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების  შეფასების მიზნით; დ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება, კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება; ე) ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი მასალის მომზადება და მისი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ვ) პროექტების განხორციელება სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად; ზ) საგანმანთლებლო პროექტების განხორციელება ცნობიერების ამაღლების კუთხით   განათლების ყველა საფეხურზე (სკოლამდელი,   სასკოლო   ასაკისა   და   სკოლის  შემდეგომ); თ) მოსწავლეებსა და სტუდენტებთან, ასევე მშობლებთან, მასწავლებლებთან და შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან  მედია  და ციფრული წიგნიერების განვითარების უნარების გაუმჯობესებისათვის სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება; ი) არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ზემოაღნიშნული ფუნქიების შესრულების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხას დაემატოს ახალი სტრუქტურული ერთეული, სამი (3) ძირითადი (სახაზო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციის შემადგენლობით:

მედიაწიგნიერების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი; - შმკ 40

მედიაწიგნეირების  ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;   შმკ 30

მედიაწიგნიერების ხელშეწყობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;  შმკ 20

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა აისახოს შესაბამისი ცვლილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულებისათვის,  რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე სპექტრის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისათვის და  ინოვაციური სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ძირითადი (სახაზო) ფუნქციების განმახორციელებელი რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების ხელმძღვანელის პოზიციის შექმნა შმკ 40.

კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გადაწყვეტილების სახელწოდების ცვლილება და მისი ჩამოყალიბება შემდეგი რედაქციით:

სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“ 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შეიცვალოს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გადაწყვეტილების სახელწოდება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყევტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“

2. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა“ თანდართული ფორმით (დანართი 1);     

3. დამტკიცდეს კომისიის პოზიციების ნუსხა დანართი 2-ის სახით;

4. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

ვახტანგ აბაშიძე

 

 

 

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები