კონკურსში "ნამდვილი თუ მოგონილი" მესამე ადგილზე რუბენ გულასარიანი გავიდა

ივლისი 12, 2019 11:18

კონკურსში "ნამდვილი თუ მოგონილი" მესამე ადგილზე გავიდა რუბენ გულასარიანი, 96-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თბილისიდან. რუბენის საკონკურსო ნაშრომში გამოვლენილია ვირუსულად გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, თითქოს სომხური წარმოშობის ფეისბუქის გვერდი ქართულ ნაციონალურ კერძს ისაკუთრებს.

რუბენმა შეადარა ერთმანეთს ინფორმაციის გავრცელების წყაროს ფეისბუქ გვერდისა და პოპულარული სომხური გვერდის მთავარი ფოტოები, ასევე ყურადღება მიაქცია ინფორმაციის გავრცელების, ფოტოს ატვირთვის და წყაროს მიერ დასახელებულ თითქოსდა ინფორმაციის მიღების  დროს, სადაც აღმოაჩინა უზუსტობები. მის მიერ ამ ამბის ასე კრიტიკულად შეფასება, ფაქტების ფოტო მასალით გამყარება და საკმაოდ შემოქმედებითად საპრეზენტაციო ფორმატით წარმოდგენა გახდა საფუძველი ჟიურის წევრებისთვის რუბენ გულასარიანისთვის მესამე საპრიზო ადგილი მიენიჭებინათ. რუბენს პრიზის სახით iPad Pro + Apple Pencil-ი ერგო.

რუბენის ნაშრომი იხილეთ თანდართულ ფაილში

 

თანდართული დოკუმენტები: