2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო სატელევიზიო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი

აპრილი 03, 2019 11:25

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო სატელევიზიო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი ჩაატარა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა და მაუწყებლების ვებ–გვერდებზე განთავსება ხორციელდება კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად.

2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 75,262,955 მილიონი ლარი იყო. 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა.

ანალიზის გასაცნობად გახსენით თანდართული ფაილი.