ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

მაისი 21, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ჯეომაქსი +”-მა და კომპანია “Munir Sukhtian International”-მა, 3.5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2006  წლის 30 ივნისის №6  დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით” ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის  მომსახურებისათვის გათვალისწინებულია 3400.0 – 3900.0 მჰც სიხშირული დიაპაზონი. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი,  კომისიას შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - 1,356,633.60  (ერთი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი)  ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად, კომისიამ ადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი 3434.5მჰც ¸ 3445.0მჰც;  3534.5მჰც ¸  3545.0მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;

2. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 22 ივნისის 14:00 საათი;

3. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1,356,633.60  (ერთი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარით;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2007  წლის 4 ივნისის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 67,832 (სამოცდაშვიდი

 ათას რვაას ოცდათორმეტი) ლარი;

  გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე