არაავტორიზებადი საქმიანობისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახადი თანხა და გადახდის რეკვიზიტები შეიცვალა

მარტი 01, 2018 11:05

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს და 2018 წლის 22 თებერვალს „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2018 წლის 1 მარტიდან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა ირიცხება კომისიის ბიუჯეტში. ასევე იცვლება გადასახდელი თანხის ოდენობა კერძოდ:

1.  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი  წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

თანხა ირიცხება კომისიისბიუჯეტში შემდეგირეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050; 

ანგარიშის IBAN - GE33 TB70 2063 6070 1000 01; 

მიმღების ბანკი - სს თიბისი; 

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22; 

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაავტორიზებული საქმიანობისთვის; 

2. არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

თანხა ირიცხება კომისიისბიუჯეტში შემდეგირეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050; 

ანგარიშის IBAN - GE33 TB70 2063 6070 1000 01; 

მიმღების ბანკი - სს თიბისი; 

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22; 

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაავტორიზებული საქმიანობისთვის;