ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-9 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

მაისი 01, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელმა” კომისიას მიმართა განცხადებით (№6/383-07 18.04.2007) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრების სამნიშნა კომბინაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს ციფრების სამნიშნა კომბინაციის თავისუფალი ნუმერაციის რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:

    ნუმერაციის რესურსი - 8-7-9; 

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით.

აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 8 ივნისის 14:00  საათი;

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2007 წლის  21 მაისის 17:00 საათამდე;

      გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე