ციფრულ მაუწყებლობაზე 9 ივლისს შიდა ქართლის რეგიონი გადადის

ივლისი 08, 2015 15:57

2015 წლის 9 ივლისს, დილის 10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა გაითიშება შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ: გორში, ბეკამში, დუშეთის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, სააქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და არასამათავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე,  სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.

მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და  ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები.

საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 2015 წლის 1-ელ ივლისს თბილისის სამაუწყებლო ზონით  დაიწყო და 25 აგვისტოს  საქართველოს მთელი ტერიტორიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით დასრულდება.