ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეგიონებში მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ამჯერად სამეგრელოში იმართება

ივლისი 31, 2015 18:48

ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის გადამცემი სადგურები სამეგრელოში 2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე გაითიშება. სამეგრელო მეხუთე სამაუწყებლო ზონაა, სადაც ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ითიშება.

ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.

რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას  ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე  აცნობენ.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.

ინფორმაცია  ციფრულ  მაუწყებლობაზე  გადასვლის  შესახებ    სისტემატურად ქვეყნდებოდა ელექტრონულ  და  ბეჭდურ  მედიასაშუალებებში.  გარდა  ამისა,  ინფორმაცია  ხელმისაწვდომია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა  და კომერციული მულტიპლექს ოპერატორის - ,,სტერეო +’’ -ის ცხელ ხაზებზე:

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო 1480 , 2 2414 80, 2 251480; 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 299 11 49, 299 10 41, 299 10 58;

,,სტერეო +’’  205 12 12;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური  239 95 05.

 შეგახსენებთ,  რომ ანალოგურიდან ციფრულ  მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო  საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.

ქ. ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება 3 აგვისტო, ორშაბათი 15:00 სთ - მისამართი:  

ჯანაშიას ქ. №14 ი.ქ.კომბინატი, ქ. ზუგდიდი

 შოთა მესხიას  სახელმწიფო   სასწავლო უნივერსიტეტი მე-2 სართ.