თებერვალი 05, 2018 11:52

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ISOC-ის მხარდაჭერით გამართული ფორუმი თემაზე „ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, მერაბ ქათამაძემ გახსნა. ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად ინტერნეტ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს. ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს ხედვები, თუ როგორ უნდა იქნეს დაძლეული ციფრული უთანასწორობა და როგორ უნდა გაიზარდოს ქართული ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრის (IXP) შესაძლებლობა. განხილული იყო ასევე სათემო ქსელების როლი თუშეთის ინტერნეტიზაციის მაგალითზე და რეგიონში მოთხოვნის სტიმულირების საკითხები. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები