კომისიამ „LRIC”მოდელის და WACC-ის გაანგარიშების მეთოდოლოგიების საკონსულტაციო დოკუმენტები წარადგინა

ოქტომბერი 23, 2018 15:43

ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ, სლოვაკ პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის შედეგად, მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების „LRIC“ მოდელი შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც, აღნიშნულ სეგმენტზე არსებულ საბითუმო მომსახურებებზე ტარიფების გაანგარიშება ოპერატორის მიერ ეფექტურად გაწეული დანახარჯების საფუძველზე მოხდა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიის, “PwC”-ის სლოვაკეთის ოფისისა და ოპერატორების წარმომადგენლებს შორის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც მომავალზე ორიენტირებული ნაზარდი დანახარჯების („LRIC“) მოდელის მიხედვით, გაანგარიშებული მომავალი თაობის დაშვების ქსელის („NGA“) და მომავალი თაობის ქსელის („NGN“) ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების ტარიფებს ეხებოდა.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)” LRIC მოდელის და კაპიტალის საშუალო შეწონილი განაკვეთის (WACC) გაანგარიშების მეთოდოლოგიების საკონსულტაციო დოკუმენტები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ძირითად/მაგისტრალურ (“Trunk”) და  ე.წ “Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვება ფიქსირებული ქსელის ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. კერძოდ,  აღნიშნული მომსახურებების რეგულირებით მცირე და საშუალო ზომის ოპერატორები შეძლებენ საბოლოო მომხმარებლებს მიაწოდონ ისეთივე  სახის მაღალი ხარისხის და მაღალი სიჩქარის ფართოზოლოვანი მომსახურებები,  რომელსაც საკუთარ აბონენტებს აწვდინ მსხვილი ოპერატორები. ორივე მომსახურება ალტერნატიული ოპერატორისთვის  არარსებული საკუთარი  მაგისტრალური ქსელის, დროებით ან მუდმივად  ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ქსელთან დაშვების მსურველს, ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაუნათებელ ღეროსთან, “Backhaul”  გადაცემის  ქსელთან  ან სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან დაშვება, საშუალებას მისცემს  მივიდეს ინტერნეტის  ურთიერთჩართვის კონკრეტულ წერტილამდე და ასევე,  საშუალებას მისცემს მას, ააგოს საკუთარი ქსელი, რომელიც დაკავშირებული იქნება ინტერნეტის ურთიერთჩართვის წერტილთან.

შეგახსენებთ, რომ კომისიამ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებული კონკურენტული მდგომარეობა შეისწავლა და ბაზრის ანალიზის საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოყოფილი არხებით მომსახურების მიწოდების ნებისმიერ ტექნოლოგიისთვის („Dark fiber“, „Ethernet“,  „WDM“ და ა.შ) და   მომსახურების მიწოდების ყველა მოცულობისთვის (1მბ/წმ, 2 მბ/წმ, ... 100 მბ/წმ, ....1გგბტ/წმ, ... და ა.შ.)   წინაწარ რეგულირების მიზნებისთვის ბაზრის შესბამისი სეგმენტები განისაზღვრა. მათ შორის: მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი და ასევე, „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი. მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები დასახლებულ პუნქტებს შორის დამაკავშირებელი მიმართულებების/მარშუტების მიხედვით განისაზღვრა, ხოლო „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები - რეგიონალურ დონეზე (ქალაქები, ადმინისტრაციული ცენტრები,  დასახლებული პუნქტები), სადაც ერთი ავტორიზებული პირის  საკუთრებაში ორი ან ორზე მეტი დაშვების წერტილია განთავსებული.