მარტი 29, 2017 15:10

კომისიაში „Twinning“-ის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ევროპის კომისიის „Twinning“-ის პროექტის ფარგლებში - „ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანისა  და კომისიაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობა“,  პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის  დელეგაციას მასპინძლობს.

2017 წლის 23 თებერვალს აღნიშნული პროექტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად იმპლემენტაციის კიონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია (THE COMMUNICATIONS REGULATORY AUTHORITY OF THE REPUBLIC OF LITHUANIA (RRT)), გერმანიის ეკონომიკური საქმეებისა და ენერგეტიკის სამინისტრო (THE GERMAN FEDERAL MINISTRY FOR ECONOMIC AFFAIRS AND ENERGY (BMWi)), პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო (THE PRESIDENT OF THE OFFICE OF ELECTRONIC COMMUNICATIONS OF THE REPUBLIC OF POLAND (UKE)) და ლიტვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CENTRAL PROJECT MANAGEMENT AGENCY (CPMA), LITHUANIA).

ვიზიტის მიზანი გაცნობითი ხასიათისაა. კონსორციუმი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელშეკრულების პირებობების შეთანხმების თაობაზე  სამუშაო პროცესს იწყებენ, რომელიც 2-6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. უშუალოდ „Twinning“-ის პროექტი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 16 თვის განმავლობაში გაგრძელდება, პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ევროს შეადგენს.

„ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანისა  და კომისიაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობა“ პროექტის მიზანია,  კომისიის ინსტიტუციური და  საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარება. საქართველოს მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელი ნორმების ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების ჩარჩო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის ყველა მოთამაშისთვის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდება სიღრმისეული კვლევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრების სხვადასხვა სეგმენტების იდენტიფიცირებისთვის, ფართოზოლოვანი სერვისების ექსანტე რეგულირების მიდგომის შესამუშავებლად და უნივერსალური სერვისის უზრუნველყოფის საკითხის ევროპის კავშირის ჩარჩო მარეგულირებელი ბაზის და ევროპის 2020 ინიციატივისთან  “The Digital Agenda for Europe” მიმართებაში.

პროექტის  მნიშვნელოვანი ნაწილია კომისიის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, კომისიის აპარატში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლება, ტრეინინგების და სასაწავლო ტურების ორგანიზება. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხის სამუშაო პროცესი განხორციელდება უშუალოდ კომისიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით და თანამონაწილეობით.

„Twinning“-ის პროექტი ევროპის კომისიამ  1998 წელს ევროპის გაფართოების კონტექსტის ფარგლებში დაარსა. მას შემდეგ პროგრამა ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროპის კავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესში კანდიდატი ქვეყნების ადმინისტრაციული და საკანონმდებლო გაძლიერების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

 

.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები