ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება დასრულდა

სექტემბერი 06, 2018 17:34

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება დღეს, 6 სექტემბერს 17:00 დასრულდა. კომისიაში განაცხადი მხოლოდ შპს „ჯეოსელმა“ შეიტანა. აუქციონის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული შესაბამისი სალიცენზიო პირობებით ლიცენზიას 15 წლის ვადით მიიღებს.

აუქციონი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2018 წლის 20 სექტემბერს გაიმართება.

აუქციონით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 24 182 193,00 ლარია.