„მაღალი გარჩევადობის ფორმატის განსაზღვრისა და ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთანმაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ დებულების პროექტი

ივნისი 14, 2016 18:12

2016 წლის 27 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.018102), რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის პირველ ივლისამდე უნდა მიიღოს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მაღალი გარჩევადობის ფორმატი და დადგინდება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი და დაშვების რიგითობის წესი და პროცედურები. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდა ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე, 2016 წლის 13 მაისს.

კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მაღალი გარჩევადობის ფორმატის განსაზღვრისა და ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართება 2016 წლის 24 ივნისს, 15 საათზე, მისამართზე: 0144 ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18. 

თანდართული დოკუმენტები: