მარტი 26, 2015 13:06

რადიო „არ დაიდარდოს“ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 მარტს გამართულ სხდომაზე შპს ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კუთვნილი რადიო მაუწყებლობის №B78 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივა. კომპანია ბრენდული სახელწოდება - რადიო „არ დაიდარდოთი “ მაუწყებლობს.

რადიო „არ დაიდარდო“ დედაქალაქში, ქ. ბათუმში, ქ. ყვარელში, ქ. გორში, ქ. დმანისში, ქ. ახალციხეში, ქ. ქუთაისში და ქ. ზუგდიდში მაუწყებლობს. №B78 კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობისთვის კომპანიამ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 49 572 ლარი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით ერთი წლის ვადაში უნდა ჩარიცხოს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები