აპრილი 06, 2015 12:13

რადიო „დარდიმანდის“ მაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, 2 აპრილს გამართულ სხდომაზე შპს „მომავლის რეკლამის“, ბერნდული სახელწოდება „დარდიმანდი“, რადიო მაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივა.

კომპანია ქ.თბილისში №B79 კერძო სპეციალიზებული (საგანმანათლებო-შემეცნებითი) რადიო მაუწყებლობის ლიცენზიით FM 97.1-ზე  მაუწყებლობს.

შპს „მომავლის რეკლამამ“ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური, 10 692 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად უნდა ჩარიცხოს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები