საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს ”სილქნეტისა” და შპს ”კავკასუს ონლაინის” წილების შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

აგვისტო 12, 2015 15:51

სს ”სილქნეტისა” და შპს ”კავკასუს ონლაინის” წილების შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით კომპანიების ერთობლივი განცხადების საფუძველზე, კომისიამ 2015 წლის 11 აგვისტოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისია სამი თვის ვადაში შეისწავლის კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე არსებულ პირობებზე შესაძლო გავლენებს და ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით საჯარო სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.