შპს „აიურვედამ“ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

თებერვალი 10, 2017 13:46

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „აიურვედამ“ მიმართა და შემეცნებითი/გასართობი  არხის შესაქმნელად კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია მოითხოვა.

კომპანია დღე-ღამეში 6 საათი იმაუწყებლებს ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კომისიამ შპს „აიურვედას“ განცხადება დააკმაყოფილა, კომპანია მაუწყებლობის დაწყებას  მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გეგმავს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.