შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B92 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაგრძელდა

ივლისი 14, 2017 11:52

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B92 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით 2027 წლის 3 აგვისტომდე გაუგრძელდა.

რადიო „ოდიშის“ მაუწყებლობა ქ. ზუგდიდში, წალენჯიხის, ჯვარის, და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშია ხელმისაწვდომი. კომპანიამ სალიცენზიო მოსაკრებელი 2 000 ლარი უკვე გადაიხადა, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 10 327 ლარის ოდენობით განისაზღვრა და კომპანიამ ეს თანხა, საქართვეკლოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ერთი წლის ვადაში უნდა დაფაროს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.