შპს „ჯიმობაილმა“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად 10 000 სააბონენტო ნომერი მიიღო

აგვისტო 11, 2017 11:10

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯიმობაილის“ განცხადება და მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად 10 000 სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებრთვა მისცა.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა, შემდეგ სატელეფონო ინდექსზე: 550 03 00 00-550 03 99 99 - უვადოა, ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას, გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

შპს „ჯიმობაილი“ ვირტუალური მობილური ოპერატორია, კომპანია როუმინგულ სატელეფონო მომსახურებას ეწევა და მას  უკვე ყავს 23 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბონენტი.