შპს „ფრენდიმ“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები მიიღო

აპრილი 19, 2017 15:10

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივ რეესტრში შპს „ფრენდიმ“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების უზრუნველსაყოფად ავტორიზაცია 2017 წლის 23 თებერვალს გაიარა.

კომპანიამ სატელეფონო მომსახურების გასაწევად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები მოითხოვა. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ფრენდიმ“ ფიქსირებული, მობილური და VოIP - ინტერნეტ პროტოკოლით სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად შემდეგი ნუმრეცაიის რესურსი მიიღო: ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება - 282 00 00 - 282 09 99 - სულ 1 000 (ათასი) სააბონენტო ნომერი ,  მობილური სატელეფონო მომსახურება - 503 00 00 00 - 503 00 99 99 - სულ 10000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერი  და VოIP - ინტერნეტ პროტოკოლით სატელეფონო მომსახურება -  706 140 000-706 140 999 (სულ ათასი) სააბონენტო ნომერი.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.