დეკემბერი 26, 2016 13:33

შპს „თბილისი 24“-მა მაუწყებლობის უფლება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „თბილისი 24“ კომისიის უწყებრივ რეესტში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა.

კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს. „თბილისი 24“ დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები