სწავლება თემაზე „ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა“

ივნისი 08, 2018 9:45

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და RIPE NCC შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მორიგი ღონისძიება ტარდება. საქართველოს უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებს თემაზე ,,ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა’’ სწავლება უკვე ჩაუტარდათ. სემინარი RIPE NCC-ის ექსპერტებმა, სისტემურმა არქიტექტორმა ქრისტიან ტოიშელმა, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში საგარეო ურთიერთობათა ოფიცერმა ვაჰან ჰოვსეფიანმა და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა ჩაატარეს. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს და გაეცნენ RIPE NCC-ის საქართველოში საქმიანობას, ასევე მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ სესიებში.  

შემდეგი სწავლება დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება.