“TOK TV“ მაუწყებლობას დაიწყებს

დეკემბერი 01, 2017 11:56

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ტოკ ტვ“-მ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ შპს „ტოკ ტვ“-ს მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს.
შპს „ტოკ ტვ“, ბრენდული სახელწოდებით „TOK TV“, საერთო საეთერო ტელემაუწყებლობას ქართულ და რუსულ ენებზე დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 12 საათი განახორციელებს. „TOK TV” საქმიანობას 2018 წლის პირველ მარტამდე დაიწყებს.