სექტემბერი 13, 2016 20:00

ვახტანგ აბაშიძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროცესში კომისიის როლი ვალდებულებები და საკანონმდებლო ბაზა იქნა განხილული. ასავე,  კომისიის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016-ის წინასაარჩევნო პროცესის მედიამონიტორინგის მიმდინარეობა განიხილეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის დელეგაცია მედია მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული დარღვევებით და მათზე რეაგირების მექანიზმებით დაინტერესდნენ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე და კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები