საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს

მაისი 31, 2018 14:21

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა   და “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ 2017 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას წარუდგინა.

 

იხ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიში.