5G-ის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო დოკუმენტი

ივლისი 08, 2019 17:08

ციფრული ტრანსფორმაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო და ხელშესახები ხდება ე.წ. IoT და M2M მიმართულებით. სწორედ მობილური კავშირგაბმულობის მომავალი თაობა (5G) წარმოადგენს ციფრული ტრანსფორმაციის მთავარ დასაყარდენს, ვინაიდან 5G გვთავაზობს უზარმაზარი ინვოაციების და ინდუსტრიული განვითარების პოტენციალს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა საკონსულტაციო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს 5G ტექნოლოგიის, მისი დანერგვის პრაქტიკული მაგალითების, 5G მომსახურებებისთვის სიხშირეების განაწილების მიმოხილვას ევროპული ქვეყნების მაგალითზე. დოკუმენტის უმთავრესი დანიშნულებაა მარეგულირებელი კომისიის გეგმების, ხედვის და მიზნების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის.

კომისია მიესალმება დაინტერესებული მხარეების მხრიდან მაქსიმალურ ჩართულობას, რაც შესაძლებელს გახდის ისეთი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს 5G პროექტის ეფექტიან, გამჭვირვალე და დროულ რეალიზაციას.

დოკუმენტის საკონსულტაციო პერიოდი მოიცავს გამოქვეყნების თარიღიდან 5 (ხუთი) კვირას. კომენტარების/კითხვების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 9 აგვისტო (18:00 სთ).კომენტარების/კითხვების წარდგენა ხდება ელექტრონულად post@gncc.ge ელ. მისამართზე გამოგზავნით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული კომენტარები/კითხვები და შესაბამისი პასუხები გამოქვეყნებული იქნება კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge არაუგვიანეს 2019 წლის 27 სექტემბრისა

თანდართული დოკუმენტები: