მეხუთე თაობის მობილური კავშირი

თებერვალი 18, 2019 16:29

მობილური მომსახურებისათვის განკუთვნილი ჰარმონიზირებული რადიოსიხშირული სპექტრის  ხელმისაწვდომობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა 5G კავშირის წარმატებულად დანერგვისათვის. წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია გლობალური სიტუაცია სიხშირულ სპექტრთან დაკავშირებით, როგორც სარეგლამენტო სტატუსის მიხედვით, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. კერძოდ, დოკუმენტის პირველ ნაწილში განხილულია 5G-თან ასოცირებული სიხშირული ზოლები, მარეგულირებელი ასპექტები და მისი გამოყენება ევროპაში. დოკუმენტის მეორე ნაწილში განხილულია ტექნიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია 5G-ს დანერგვასთან როგორც მილიმეტრულ ტალღათა დიაპაზონის შესაბამისი სიხშირეების გამოყენებით, ასევე სხვა სიხშირულ დიაპაზონებში. ჩვენ განვიხილავთ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა დაფარვა, გავრცელება, ფილტრაცია, გამოსხივებული სიმძლავრე, არასასურველი გამოსხივებები. ამასთან განვიხილავთ იმ ახალ მიდგომებს (სხივის ფორმირება, მასიური MIMO, არაორთოგონალური მრავალჯერადი დაშვება) რომლებიც განასხვავებენ 5G-ს 4G-გან და რომელთა გამოყენებამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს 5G-ს ეფექტურ ფუნქციონირებაში.

თანდართული დოკუმენტები: