მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ხარისხის რეკომენდირებული მაჩვენებლების განსაზღვრა

ოქტომბერი 01, 2019 16:05

კომუნიკაციების კომისიას მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც მობილური მომსახურების მიწოდების ხარისხის რეკომენდირებული მაჩვენებლების განსაზღვრას ეხება. საკონსულტაციო დოკუმენტში შემოთავაზებულია მეთოდოლოგია და მაჩვენებლები.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ევროპული რეგულატორების ორგანოს (BEREC) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის (BEREC Preliminary report in view of a common position on monitoring mobile coverage, BoR (17) 186, 6 October 2017) - მიხედვით, მობილური სატელეკომუნიკაციო ქსელებისათვის შემუშავებულია გაზომვების სხვადასხვა ტიპის მეთოდები. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მობილური დაფარვის შესახებ ინფორმაციის გრაფიკების და რუქების მუშვეობით მიღების სხვადასხვა მეთოდი არსებობს.

საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ტერიტორიაზე ფიჭური კავშირგაბმულობის უსადენო დაშვების ქსელების ოპერატორების მონიტორინგისთვის მეთოდოლოგია და რეკომენდირებული მაჩვენებლები შეიმუშავა. აღნიშნულ დოკუმენტაციას კომისია საკონსულტაციოდ აქვეყნებს. 

საკონსულტაციო დოკუმენტის შესახებ კომენტარებისა და კითხვების კომისიაში წარმოდგენის ვადაა 2019 წლის 18 ოქტომბერი. კომპანიებმა კომენტარები და კითხვები კომისიის ელ.მისამართზე - post@gncc.ge უნდა წარმოადგინონ.

თანდართული დოკუმენტები: