ნუმერაციის რესურსის გაცემის წესი

იანვარი. 14, 2015

ნუმერაციის ეროვნულ სისტემას კომისიასთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობა ადგენს.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და ნებართვის მაძიებლის განცხადება.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის“ თანახმად - ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით.