ევროპის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ადმინისტრაციების კონფერენცია - CEPT

CEPT–ში საქართველო, კომისიის ინიციატივითა და მოლაპარაკებებით, გაწევრიანდა 2006 წელს. ადმინისტრაცია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო. CEPT–ში გაწევრიანებით ჩვენ ვაღიარეთ და მივუერთდით CEPT–ის ორ მთავარს დოკუმენტს: CEPT Arrangements და CEPT Rules of Procedures.

CEPT–თან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს კომისია.

ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენცია შეიქმნა 1959 წლის 26 ივნისს, 19 ქვეყნის მიერ, როგორც ევროპის სახელმწიფოთა სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ორგანიზაციების მაკოორდინირებელი ორგანო. აკრონიმი ”CEPT”  წარმოსდგება ორგანიზაციის ფრანგული სახელწოდებიდან: ”Conference Europenne des Administrations des Postes et des Telecommunications. CEPT-ის პირველი წევრები იყვნენ საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მონოპოლისტი ორგანიზაციები. დღესდღობით CEPT-ი აერთიანებს 48 ქვეყანას. 1988 წელს CEPT-მა დააარსა ETSI - ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი - და გადასცა სატელეკომუნიკაციო სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული მთელი თავისი საქმიანობა.

ეს არის დამოუკიდებელი რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს ევროგაერთიანებასთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და სხვა სამთავრობოთაშორის ორგანიზაციებთან საფოსტო და სტელეკომუნიკაციო სფეროში.

CEPT-ის წევრები ხდებიან საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციები (CEPT-ის წესდების მიხედვით, ”ადმინისტრაციებში” იგულისხმება პოლიტიკის მწარმოებელი, გადაწყვეტილების მიმღები და/ან მარეგულირებელი ორგანიზაციები საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სფეროებში), რომლებიც არიან საყოველთაო საფოსტო კავშირისა (UPU – Universal Postal Union) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრები.

CEPT-ის მიზანია, წევრ ქვეყნებთან ერთობლივი თანამშრომლობით, საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სფეროში დინამიური ბაზრის შექმნის ხელშეწყობა.

CEPT-ის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი მარეგულირებელი საკითხების განხილვა საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სფეროებში, ევროპის დონეზე, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ჩათვლით; ევროპული ჰარმონიზაციის ხელშეწყობა რადიოსიხშირულ სპექტრთან მიმართებით; საჭირო კონტაქტების დამყარება ევროკომისიასთან, სხვა სამთავრობოთაშორის ორგანიზაციებთან, ფორუმების ორგანიზება ევროპის საერთო წინადადებების განსახილველად, ITU-სა და UPU-ს მიერ შემუშავებული და შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და საერთო აზრის შემუშავება და ა.შ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები