ყველა სიახლე
იანვარი
17, 2024
12:52

100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი სასაუბრო დროსთან ერთად 35%-ით...

იანვარი 17, 2024 12:52

100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი  საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო,  24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში...

იანვარი
11, 2024
10:56

ტელეკომუნიკაციების შესახებ ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის წიგნი გამოიცა

იანვარი 11, 2024 10:56

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორი სერგო შავგულიძის თანაავტორობით, ტელეკომუნიკაციების შესახებ ახალი წიგნი - “კომუნიკაცია დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებით” გამოიცა. აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიები, კვლევის პერსპექტივები დედამიწის დაბალი ორბიტის (LEO) თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემებში, ასევე, წარმოგვიდგენს უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით, LEO თანამგზავრების გლობალურ უსადენო...

იანვარი
08, 2024
10:41

საქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ ComCom წარადგენს

იანვარი 08, 2024 10:41

საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე გახდა და ამავე წელს, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედია კონფერენციას უმასპინძლებს. საქართველოს ობსერვატორიის აღმასრულებელ საბჭოში ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე წარადგენს: „ჩვენთვის დიდი პატივია ობსერვატორიის თავმჯდომარეობა, რომელიც ჩვენი პორტუგალიელი კოლეგებისგან გადმოგვეცა. მზად ვართ, 2024 წლის განმავლობაში, ღირებული წვლილი შევიტანოთ ობსერვატორიის მუშაობაში და ველით პარტნიორებთან მჭიდრო...

დეკემბერი
27, 2023
10:19

2023 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 3.8 მილიონით გაიზარდა

დეკემბერი 27, 2023 10:19

2023 წლის მესამე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23.5%-ით მეტია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 18.2 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წლის იმავე პერიოდს, 23.3%-ით, კერძოდ კი, 3.5 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 74% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი...

დეკემბერი
26, 2023
15:42

ComCom-მა ამბროლაურსა და ონში 600-ზე მეტი ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

დეკემბერი 26, 2023 15:42

კომუნიკაციების კომისიის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით დასრულდა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა 50-ზე მეტი სემინარი და სულ 600-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა. ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ ცნობიერება აიმაღლეს. შეგახსენებთ, რომ ციფრული...

დეკემბერი
25, 2023
11:14

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები მეათედ დააჯილდოვა

დეკემბერი 25, 2023 11:14

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეათედ, წარმატებით ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს, რომელთა ნამუშევრებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, უნდა წარმოედგინათ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები,...

დეკემბერი
20, 2023
9:53

ეკატერინე იმედაძე: სიხშირული რესურსი, რომელიც „სელფი მობაილმა“ 5G-ის დასანერგად გამოიყენა, შეესაბამება...

დეკემბერი 20, 2023 9:53

„სელფი მობაილმა” 5G ინტერნეტი საქართველოში დანერგა. მეხუთე თაობის ინტერნეტი სეზონის დადგომასთან ერთად, თავდაპირველად ბაკურიანსა და გუდაურში, ასევე თბილისში - დიდუბესა და დიდ დიღომში იქნება ხელმისაწვდომი. 5G-ის გაშვების ღონისძიება სიტყვით ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და კომპანიას აღნიშნული სიახლე მიულოცა: “მინდა მივულოცო სელფი მობაილს 5G ინტერნეტის გაშვება საქართველოში, ასევე იმ აბონენტებს, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ. ვფიქრობ, რომ ჩვენი...

დეკემბერი
18, 2023
11:47

ComCom-ის მედიააკადემიამ BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის, ნათია აბრამიას სემინარი ჩაატარა

დეკემბერი 18, 2023 11:47

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ტელეპროდიუსერებისთვის სატელევიზიო პროდუქტის მენეჯმენტის, წარმოების ოპტიმიზირებისა და კრეატიული გუნდის მართვის სემინარი ჩატარდა. ორდღიან შეხვედრას BBC-ის ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერი, ნათია აბრამია გაუძღვა და მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. კერძოდ, სემინარის ფარგლებში, პროდიუსერები სატელევიზიო პროდუქტის წარმოების ეტაპებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს...

დეკემბერი
16, 2023
15:37

„სილქსატის“ ჩანაცვლება აბონენტებს „აზერსპეისით“ ან “სტერეო +”-ით შეეძლებათ

დეკემბერი 16, 2023 15:37

15 დეკემბრიდან იმ აბონენტებს, რომლებსაც „სილქსატის“ მომსახურეობა გაეთიშებათ, სატელევიზიო მაუწყებლობის მიღება „აზერსპეისის“ (Azerspace 46E) თანამგზავრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოდ შეეძლებათ. კერძოდ, „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან შემდეგი ქართული არხების მიღებაა შესაძლებელი:  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარა ტვ, იმედი, GDS, ტვ პირველი, მთავარი არხი,  ფორმულა, რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი,  POS TV, ობიექტივი, ტვ 25,...

დეკემბერი
15, 2023
17:56

„სილქნეტი“ არსებული სიხშირეებით ხარისხიან 5G მომსახურებას ვერ დანერგავს, რადგან კომპანიას 5G-ის ლიცენზია არ...

დეკემბერი 15, 2023 17:56

კომპანია „სილქნეტი“ ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას  ვერ დანერგავს. კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, „სილქნეტისთვის“  წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა. 5G ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა კომპანია „სილქნეტს“...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები