კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

თებერვალი 06, 2020 17:34

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, დღეს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს მეორედ აირჩია.

კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.