თებერვალი 21, 2020 15:19

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

  • ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი
  • ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი
  • მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი
  • სილქნეტი - 614,660.89 ლარი
  • ჯი-დი-ეს თივი - 600,787.79 ლარი
  • სეტანტა ჯორჯია - 277,271.35 ლარი
  • რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი
  • ტვ 25 – 133,989.90 ლარი
  • ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 123,235.52 ლარი
  • სტუდია პულსი - 86,964.37 ლარი
  • ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - 84,860.00 ლარი
  • სტუდია მაესტრო - 118,025.00 ლარი
  • პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი
  • რაგბი ტვ - 96,649.00 ლარი
  • ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი
  • ტელერადიოკომპანია რიონი - 47,791.94 ლარი
  • არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი - 70,000.00 ლარი
  • დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში - 32,784.75 ლარი
  • სხვა - 431,697.56 ლარი

 

2019 წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება, მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ჰქონდა. კერძოდ „რუსთავი 2“-მა  2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები