Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

სიახლეზეპირი მოსმენები

21 თებერვალი, 2013 | 13:00
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების ჩატარების მიზნით, ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; გეოგრაფიული ზონა: ქ. ჭიათურა.

ცნობა  №  13-05

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 372-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების , აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების  ჩატარების მიზნით, ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; გეოგრაფიული ზონა: ქ. ჭიათურა.

ზემოაღნიშნულ საკითხზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2013 წლის 21 თებერვალს, 13:00 საათზე  (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2013 წლის  21 თებერვლისა.


თანდართული დოკუმენტები:

შპს "ქართული რადიო"